მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი პლატფორმის ონლაინპრეზენტაცია გამართა და ოფიციალურად წარადგინა მის გუნდის ახალი წევრი - ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.
"მანამ სანამ ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს გვაჩვენა 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებმა და სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ მესამე ძალა. მესამე ძალა არის რწმენა, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მეტი, ჩვენ შეგვიძლია მეტი..." ამბობს ვაშაძე.
მან 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ორპოლუსიანობის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და "მესამე ძალის" გუნდი დაასახელა:
1.გრიგოლ ვაშაძე - "ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩვენ 2018 წელს დიდი ბრძოლა გავმართეთ და დარწმუნებული, ვარ რომ ერთიანობით დიდ შედეგს დავდებთ".
2. ხათუნა სამნიძე - რესპუბლიკური პარტია;
3. თამარ კეკენაძე - "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე;
4. რეზო კემულარია - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი;
5. ვახტანგ გიაშვილი - იურისტი, ადვოკატი;
6. ოთარ ბაღათურია;
7. პაატა ჩიქოვანი;
მესამე ძალაში ერთიანდებიან "სტრატეგია აღმაშენებლის" სხვა წევრებიც - სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, თეონა ჭალიძე...