პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სამხედროებისა და დევნილებისთვის ბინების გადაცემაში წინასაარჩევნო მოსყიდვის ეჭვეს ვერ ხედავს. მისი თქმით, ვერავინ აუკრძალავს მოქალაქეებისთვის მუშაობას.
ამ თემაზე მან დღეს, 500-მდე ოჯახისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე ისაუბრა.
"მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერმინისტრი, მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას. ეს არი ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენ მოქალაქეებს", - თქვა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, როტომ გადაწყდა არჩევნებმადე ერთი თვით ადრე სამხედროებისთვისა და დევნილებისთვის ბინების გდაცემა ღარიბაშვილმა უპასუხა - "დაემთხვა ასე, დღეს დასრულდა, იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ცდილობს ჩვენ დაკომპლექსებას, მე რა თქმა უნდა, არ დავექემდებარე ამ კონიუქტურას".