30 აგვისტოს 25 670 ადამიანი აიცრა - ნახეთ სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 აგვისტოს მონაცემებით ქვეყანაში სულ 1 184 306 აცრაა ჩატარებული. მათ შორის, 1 დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.7%; სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.8%.

NCDC-ის ცნობით, 30 აგვისტოს 25 670 ადამიანი აიცრა. რაც შეეხება სტატისტიკას რეგიონების მიხედვით: 

  • თბილიში ჩატარებულია - 11 774 აცრა
  • კახეთში - 1 427
  • ქვემო ქართლში - 1 078
  • მცხეთა მთიანეთში - 854
  • შიდა ქართლში - 1 268
  • სამცხე ჯავახეთი - 647
  • იმერეთი - 2 962
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 150
  • აჭარა - 3 419
  • გურია - 621
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 470

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 79 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი