რა შეზღუდვები დააწესა და გაახანგრძლივა საკოორდინაციო საბჭომ - სრულად

გამოქვეყნდა:

დღეს, 31 აგვისტოს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები დააწესა და უკვე არსებული რეგულაციების მოქმედების ვადა გაახანგრძლივა. უფრო კონკრეტულად: 

განათლების მინისტრის განმარტებით, 4 ოქტომბრის შემდეგ, სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში იმ ქალაქებსა და სოფლებში აღდგება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება. გარდა ამისა, მშობლებს ამ შემთხვევაშიც ექნებათ საშუალება სურვილის შემთხვევაში ბავშვი დისტანციურ რეჟიმზე დატოვონ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ პირბადე, როგორც ღია, ისევე დახურულ სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 79 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი