"თბილისის მერობის" კანდიდატი და "ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ისევ ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება. მმართველი გუნდი "დამაჯერებელ" გამარჯვებაში ისევ დარწმუნებულია.
"ვადამდელი არა, ყოველგვარი რაღაცეების გარეშე რომ გამოვიდეს, არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებულ ვადებში, ეს არის 2024 წელი საპარლამენტო მაქვს მხედველობაში, და იქნება ისე, როგორც განსაზღვრავს ჩვენი კონსტიტუცია", - თქვა კახი კალაძემ.
დეპუტატ სოზარ სუბარის აზრით, შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში მშვიდობა და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნა იყო.
"პოლიტიკურ დაძაბულობას აქვს მთავარი მხარე, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. რადგან მათ არ მოაწერეს ამ შეთანხმებას ხელი, შესაბამისად თავისთავად იყო ანულირებული, ამის კონსტანაცია მოახდინა ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ თვითმართველობის არჩევნები არ ახდენს გავლენას საპარლამენტოზე... ისე ჩვენ ავიღებთ დაახლოებით, 50%-ზე ოდნავ მეტს, ამაში დარწმუნებული იყავით, ყველ გამოკითხვა ამას აჩვენებს", - თქვა სუბარმა.
შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში პირდაპირ გაწერილი იყო, რომ თუ მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს აიღებდა მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.