მთავრობა ქორწილში ათზე მეტი ადამიანის შეკრებას ზღუდავს

ქორწილებში, ნებისმიერ იუბილეზე, ქელეხსა თუ სხვა მსგავს ღონისძიებაზე დასწრება მაქსიმუმ ათ ადამიანს შეეძლება - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემულ N322 დადგენილებაშია ასახული.

პრემიერის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა 15 ივლისამდე შენარჩუნდება. 

დადგენილებაში უკვე ასახულია ის მოთხოვნებიც, რისი შესრულებაც მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება, მათ შორისაა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. შეზღუდვები არ ვრცელდება სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებზე, სამართალდამცავ ორგანოებზე, თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი