ძალადობის მუხლი ახსენეს, რაც ძიუდოისტის ცემაზე წამიყენეს | შსს უგულავას კანდიდატად რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევს

გამოქვეყნდა:

"ის, რასაც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს, დაახლოებით არის იგივე, როგორც იქცევა ბელარუსის შსს და მთავრობა, ასევე რუსეთი, როდესაც რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევენ ოპოზიციის კანდიდატებს", - ასე ეხმაურება ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში, გიგი უგულავა, ფაქტს, რომლის მიხედვითაც მას შსს არჩევნებში რეგისტრაციისთვის აუცილებელ ცნობას არ აძლევს. 

როგორც უგულავა ამბობს, დეტალების გარკვევისას უწყებაში 126-ე მუხლი ახსენეს:

"დღეს მოვედი, დაჩქარებული წესით გადავიხადე თანხა, ველოდებოდი დოკუმენტს და საღამოს მითხრეს, რომ უარია. მოვედი გასარკვევად და აღმოჩნდა, რომ თბილისიდან არის უარი. თავიდან აქ ადგილზე თვითონაც ვერ გაერკვნენ... ერთადერთი, რაც მენიშნა, 126-ე [ძალადობის] მუხლი ახსენეს. რითიც მივხვდი რაშია მდგომარეობა, 126-ე მუხლი არის ის, რაც მე ძიუდოისტის ცემაზე წამიყენეს", - ამბობს უგულავა. 

როგორც გიგი უგულავა განმარტავს, ეს სამართლებრივად არ შეიძლებოდა რეგისტრაციის პროცესში ხელისშემშლელი ყოფილიყო, რადგანაც 126-ე მუხლი არ არის მძიმე და გარდა ამისა, არ დასრულებულა სასამართლო პროცესები. შესაბამისად, ამ მოცემულობით გიგი უგულავა უდანაშაულოდ ითვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი