სოფო ჭყონია "საქართველოს მოდის ფონდს" აფუძნებს და საერთაშორისო კონკურსს აცხადებს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მოდის ფონდი" - Mercedes-Benz Fashion Week-ის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის, სოფო ჭყონიას უახლესი იდეაა. მისი მიზანია, დაეხმაროს კრეატივებს, რომლებიც პანდემიით გამოწვეული ფინანსური დაძაბულობის პირობებში იბრძვიან. მისი პირველი მთავარი ინიციატივა GFF პრიზი იქნება. 

განაცხადები, რომელთა გამარჯვებულებიც, კოლექციის წარმოებისთვის, სხვადასხვა ფინანსური გრანტით დაჯილდოვდებიან, მათ შორის PR მხარდაჭერითა და მილანის ან პარიზის შოურუმში მონაწილეობით, 15 სექტემბრამდე მიიღება. მასში მონაწილეობა ყველა ეროვნების, სულ მცირე სამი წლის გამოცდილების მქონე მოდის ბრენდს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ გამოცდილებაა საჭირო ვიზუალურ ესთეტიკაში, ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ან უნისექსის დიზაინის სფეროებშიც.

იდეა არის დამწყები დიზაინერებისა და ბრენდების მხარდაჭერა მოდის ინდუსტრიისა და მისი მოთამაშეების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად, - უთხრა სოფო ჭყონიამ გამოცემას Businessoffashion.

GFF (საქართველოს მოდის ფონდის) ჟიური მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან, ასევე ფონდის სხვა მეგობრებისგან შედგება, რომელთა შორისაა სარა მაინო, გენა სმიტი, ჰილარი ალექსანდერი, ვალერი სტილი და ჰიროში ფუჯივარა არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი