ალერგია არანაირ კავშირში არ არის COVID-საწინააღმდეგო ვაქცინასთან- კულუმბეგოვი

გამოქვეყნდა:

"ალერგია ნებისმიერი სახის, კანის, სასუნთქი გზების, ასთმა, მედიკამენტური, მსგავსი ალერგიები არანაირ კავშირში არ არის COVID საწინააღმდეგო ვაქციასთან", - ასეთ განცხადებას აკეთებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "ღამის მთავარი".

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, კოვიდვაქცინების გაკეთების შედეგ ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკი საკმაოდ დაბალია:

"ნებისმიერი წამლის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მედიცინაში, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია. აქ არაფერი უცხო არ არის. თუ 1 მილიონი ადამიანი გაიკეთებს პენიცილინის ტიპის ანტიბიოტიკს, 400-დან 500-მდე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. 1 მილიონი ადამიანი თუ გაიკეთებს COVID საწინააღმდეგო ვაქცინას, მაგალითად Pfizer-ს, ეს რისკი შეიძლება იყოს 4-დან 5 ადამიანამდე. "სინოვაკისა" და "სინოფარმის" შემთხვევაში კი მსგავსი რეაქცია მხოლოდ 1 შეიძლება იყოს... კიდევ ერთხელ ვამბობ, ალერგია ნებისმიერი სახის, კანის, სასუნთქი გზების, ასთმა, მედიკამენტური, მსგავსი ალერგიები არანაირ კავშირში არ არის COVID საწინააღმდეგო ვაქცინასთან", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ის ასევე ექიმებს მოუწოდებს, რომ ალერგიის მიზეზით მოქალაქეებს ვაქცინაციაზე უარი არ უთხრან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი