არამიზნობრივი ხარჯები და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური პაკეტები - ოპოზიცია პრემიერს პარლამენტში იბარებს

გამოქვეყნდა:

ამ კვირის განმავლობაში პრემიერს პარლამენტში მისვლა ორჯერ მოუწევს. გიორგი გახარია 27 მაისს კოვიდ19-ის გავრცელების და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიშს წარადგენს, 29 რიცხვში კი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მოთხოვნით მივა. პრემიერს ხელისუფლების ოპონენტების მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. კითხვები ძირითადად იმ არამიზნობრივ ხარჯებს შეეხება, რომელიც მთავრობამ კორონაკრიზისის დროს გასწია. ოპოზიციას კითხვები აქვს ასევე იმ სოციალურ პაკეტებთან დაკავშირებითაც, რომელიც მთავრობამ დააანონსა. 

რა თქმა უნდა, სხდომას დავესწრებით. თქვენ იცით, რომ ინტერპელაციის პროცედურით დაბარებულიც გვყავდა პრემიერ-მინისტრი. კითხვები იქნება ის, რაც დღეს აწუხებს ქართველ ხალხს და ეს არის პირველ რიგშ აი, ის სოციალური უკიდურესი გაჭირვება და რას სთავაზობს რეალურად ხელისუფლება მათ, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ყოველგვარი დახმარების გარეშეა ფაქტიურად, უმრავლესობა ჩვენი თანამოქალაქეების დარჩენილი და ასევე, ის უმძმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ემუქრება ჩვენს ბიზნესს,- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" მდივნის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ოპოზიცია ითხოვს, პრემიერთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართოს, ვინაიდან გახარიას არასასურველი კითხვებისგან თავის დაძვრენა სჩვევია.

პრემიერს სჩვევია, საუბრობს ბევრს და კრიტიკულ კითხვებს პასუხებს არ სცემს ხოლმე. ამიტომ, ჩვენი წინადადება არის, რომ ყოველ კითხვას მოჰყვეს მაშნათე პასუხი და არა ორმოცდაათი კითხვის დასრულება და შემდეგ მარტო იმ კითხვებისთვის პასუხების გაცემა, რომლეშიც უმრავლესობის წევრები ხოტბას ასხამენ ხოლმე ბატონ გახარიას, ან ბიძნა ივანიშილს,- ამბობს  კანდელაკი.

მთავრობის მუშოაბის წლიურ ანგარიშს პრემიერი ყკვე ივნისის თვეში წარადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი