უკანონო ჩხრეკა მხარდამჭერის სახლში - "საქართველოსთვის" წევრების ინფორმაციით, 8 პოლიციელი სახლში უკანონოდ შეიჭრა

გამოქვეყნდა:

უკანონო ჩხრეკა პარტია "საქართველოსთვის" მხარდამჭერის სახლში - როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ხარაგაულში მათი ერთ-ერთი მხარდამჭერის საცხოვრებელ სახლში პოლიციის 8 თანამშრომელი შესაბამისი დადგენილების წარდგენისა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეიჭრა.

სამართალდამცავებმა ეზო და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი ამოუღიათ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ ჩხრეკა რეალურად საგამოძიებო მოქმედება არ ყოფილა და მისი მიზანი პარტიის მხარდამჭერის ოჯახის წევრების დაშინება იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი