ეკონომიკას აქვს პოზიტიური დინამიკა, ამ პირობებში გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე მთავრობის უარს საგარეო ვალის შემცირების მოტივით ხსნის. 

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც "ქვეყნის ეკონომიკას პოზიტიური დინამიკა  აქვს", სესხის აღება "გაუმართლებელი იქნებოდა".

"ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია, ეკონომიკას აქვს პოზიტიური დინამიკა ბოლო 6-7 თვეში 12%-იანი ზრდა, ამ პირობებში რა თქმა უნდა ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვება. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტები იყო აბსოლუტურად გასაგები", - თქვა ზალკალიანმა. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 31 აგვისტოს, თქვა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. 

ღარიბაშვილის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 75 მლნ ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარება 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებას შეასრულებდა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში აიღო. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი