რუსეთი მზად არის, საქართვლოსთან მეზობლური ურთიერთობა აღადგინოს - ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
"თუ საქართველოს ნამდვილად სურს ნორმალურად ცხოვრება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს"- თქვა სერგეი ლავროვმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთი მზად იყო განეხილა უვიზო რეჟიმის აღგენა საქართველოსთან, თუმცა ამ ყველაფერს ხელი შეუშალა დუმის დეპუტატების, მათ შრის სერგეი გავრილოვის მიმართ "პროვოკაციულმა დამოკიდებულებამ"