შსს-მ გიგი უგულავას კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა მისცა

გამოქვეყნდა:

ფოთის მერობის კანდიდატს, ოპოზიციონერ გიგი უგულავას შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრაციის ცნობა მისცა. ფაქტის ამსახველ დოკუმენტს ის Facebook-ზე აქვეყნებს.

 "როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე", - წერს გიგი უგულავა.

შსს-ს ეს ცნობა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ფოთში გიგი უგულავა მერობის კანდიდატად დარეგისტრირებულიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი