რამდენიმე კვირა გავიჭირვოთ და ამ სიტუაციას გადავტეხავთ - ღარიბაშვილი კოვიდზე

გამოქვეყნდა:

რა თქმა უნდა, პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს. ჩვენ უნდა გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე კვირა. ვუსმენთ რა, ეპიდემიოლოგებს, ჩვენს ექიმებს და არსებობს ოპტიმისტური, დამაჯერებელი პროგნოზები, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ გადავტეხავთ ამ სიტუაციას და ვითარება გაუმჯობესდება საგრძნობლად. ამის საფუძველს გვაძლევს პირველ რიგში ვაქცინაცია, რომელიც მიმდინარეობს ეფექტიანად, სწრაფი ტემპებით. 30 ათას აცრას ვაკეთებთ დღეში, მაგრამ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, 40 ათასამდე უნდა ავიდეთ იმისთვის, რომ მილიონი ადამიანის აცრა მოვახერხოთ ერთი თვის განმავლობაში. აცრები, პირბადე, დისტანცია... გავიჭირვოთ რამდენიმე კვირა კიდევ და ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან დამშვიდდება სიტუაცია.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ბახტაძის წარდგენისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი