"68 კმ გზა აშენდა მხოლოდ მაშინ, ნაციონალების დროს და კარგად გახსოვთ ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან აშუქებდნენ და ხსნიდნენ ათჯერ ერთი და იგივე გზის მონაკვეთს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელწერა არაა, თუმცა ჩვენ დავდივართ ახლა და ჩვენ თვითონ, მართლაც გაოცებული ვართ, ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში, ბევრგან დავაგეთ გზები, ჯამში 7 000 კილომეტრი ახალი გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახერხეთ. წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, ხიდების, ყველაფრის მშენებლობა, ეს არის ის ფაქტები და ის რეალობა, რომელიც ბოლო წლებში შევქმენით".
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს.