ევროპულ დახმარებას ყოველთვის ახლავს დავალებები... დახმარება ეკუთვნის ქართველ ხალხს | კუბილიუსის პასუხი ღარიბაშვილს 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" კურსი მოსკოვში მტრების მოწონებას იმსახურებს, ევროპაში საქართველოს მეგობრები კი გაკვირვებას ვეღარ მალავენ. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროპა მისი უფროსი ვერ იქნება და ის ქართველი ხალხის ნებას ემორჩილება.

ევროპიდან კი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერმინისტრს მკაცრი ტონით შეახესენეს, რომ ფულადი დახმარება ქართველი ხალხისთვის იყო განკუთვნილი და არა "ქართული ოცნებისთვის", რომლისგანაც მხოლოდ ერთს ითხოვდნენ - უკეთეს დემოკრატიას და ამასაც ისევ ქართველი ხალხისთვის.  

პირველ რიგში მინდა განვმარტო, რომ ევროპულ დახმარებას ყოველთვის ახლავს მკაფიო დავალებები. ამ შემთხვევაში, ეს გულისხმობდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას და სხვა დემოკრატიული რეფორების გატარებას. საქართველოს მთავრობას ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. ასეთ დროს მიდგომა მარტივია - თუ ხელისუფლება არ ასრულებს ამ რეფორმებს, ევროკავშირის მიერ დაპირებულ ფინანსურ დახმარებებს ვერ მიიღებს. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობის ევროპული სისტემის შექმნაში პროგრესს ვერ აღწევს. ეს დახმარება ეკუთვნის ქართველ ხალხს ამიტომ მმართველ პარტიას, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, კარგად უნდა ესმოდეს, რა სურს მის ხალხს, - ამბობს კუბილიუსი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი