ვანის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ კრიტიკულ მედიას დაესხა თავს და თქვა, რომ "მთავარი არხი", "ფორმულა" და "ტვ პირველი" ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან და საზოგადოებაში შიშსა და პანიკას თესავენ.
ღარიბაშვილის თქმით, ის რომ ქართველ ხალხს ხვალინდელი დღის განცდა არ აქვს, ეს "მთავარი არხის" ბრალია.
"ჩართეთ მათი ტელევიზიები, 2 წელია აღარ ვუყურებ, წარმოუდგენელია მათ ტელევიზიებს უყურო: მთავარ არხს, ტვ პირველს ფორმულას, ეს ერთი ხელწერაა და ამ მეთოდებით პირდაპირ იბრძვიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თესავენ შიშს, პანიკას, ისტერიას, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერ დაგეგმონ ხვალინდელი დღე. ყველანაირი ტრაგედია ხომ ეს არის, ადმიანი ვერ გეგმავს ხვალინდელ დღეს. არ აქვს განცდა, რა იქნება ხვალ, როცა უყურებ ამ გარყვნილების პროპაგანდას, გვარამიას ტელევიზიას, მართლა გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა, სამყაროს აღსასრულია და მსოფლიოს დაცემის დღეა", - თქვა ღარიბაშვილმა.