დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა - "ვაცხადებთ სრულ მობილიზებას -თბილისიდან დაწყებული თითოეულ პუნქტში ვიბრძოლებთ ბოლომდე" - მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს.