ცინიკური და სრულიად არაადეკვატური განცხადება, რომლითაც "ქართული ოცნება" ევროკავშირთან კონფრონტაციას ადასტურებს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ამბობს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ბევრ ევროპულ ქვეყნაზე უფრო განვითრებულია.
პრემიერმინისტრმა ამ სიტყვებით ფაქტობრივად დაადასტურა ის, რის გამოც ქვეყანამ 300 მილიონი ლარი დაკარგა - "ქართულმა ოცნებამ" ვერ განახორციელა სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად და ახლა თავის მართლებას აბსურდული არგუმენტებით ცდილობს.
უფრო მეტიც, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დამაჯერებლად და განათლებულად გამოიყურებოდეს, ღარიბაშვილი, რომლის პოლიტიკური გუნდიც 9 წელია უშედეგოც ახორციელებს რეფორმას, საუბარში ანდაზებს იყენებს და მოთმინებისკენ მოგვიწოდებს.