„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რამე სისულელე არ თქვას ირან-ამერიკასთან მიმართებაში“ - ექსპერტები პრეზიდენტს განცხადებების დროს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ

გამოქვეყნდა:

თბილისიდან 1200 კილომეტრში, ახალი მსოფლიო კონფლიქტი მწიფდება. დაპირისპირება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ყოველდღიურად იძაბება. დღეს თეირანის მეჩეთზე, შურისძიების წითელი დროშა აღმართეს, ირანის პრეზიდენტი, კი ამერიკას მძიმე დღეებით დაემუქრა.

ირანი შეერთებულ შტატებს ანგარიშსწორებით, ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ დაემუქრა. სულეიმანის ლიკვიდაცია ამერიკული დრონიდან გაშვებული რაკეტით ბაღდადის აეროპორტში მოხდა.

კონფლიქტი უკვე 48 საათია გრძელდება და სულ უფრო ახალ მასშტაბებს იძენს. ქართველი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სიტუაციის ესკალაცია გავლენა საქართველოზეც მოახდენს. მათივე თქმით, ახლა საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. 

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში ირანიდან, ლტოლვილთა ნაკადი გაიზრდოს, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა კი, რომელსაც გამოქცეულების მიღება მოუწევს, საქართველოა. 

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა ქვეყნისთვის  შენელებული მოქმედების ნაღმი საქართველოს პრეზიდენტია. მნიშვნელოვანია, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების ფონზე სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთების უფლება შეეზღუდოს, რადგან შესაძლოა, მისმა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა ქვეყანა შარში გახვიოს. 

მიუხედავად იმისა,რომ ირანი ძლიერი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და სამხედრო კონფლიქტი ამ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს, უკვე მესამე დღეა ოფიციალური პირების მხრიდან კეთდება განცხადებები,რომ გავლენიანი გენერლის მკვლელობა ამერიკას არ შერჩება და მათ წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ზომები განხორციელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი