კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა, რომ გახარიას კანდიდატურა არ დაეყენებინა - მდინარაძე გახარიას "მინიშნებებზე"

გამოქვეყნდა:

"კახი კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა" - აცხადებს "ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატობაზე საუბრისას.

მდინარაძე ადასტურებს, რომ გახარიასთან შეხვედრა შედგა

"რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ცნობილი იყო კომუნიკაციის მცდელობები წინა დღეების განმავლობაში. დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, რომ კახი კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა და მისი კანდიდატურა არ ყოფილიყო მერობისთვის ბრძოლაში ჩართული.

იყო შეხვედრის დროს გარკვეული მინიშნებები, რომლებზეც მისთვის სასურველი პასუხები ვერ მიიღო. ჩვენთვის სულერთია ის დააყენებს თუ არა კანდიდატურას, ჩვენ მასთან არანაირ გარიგებაში, მისი მცდელობის მიუხედავად, არ შევალთ, იმიტომ, რომ საკუთარი გუნდის მოღალატეებთან არაფერზე არ შეიძლება საუბარი და იმაზე, რა მინიშნებებიც იყო, ისედაც არ შეიძლება არავისთან საუბარი. ახლა რაც არ უნდა ბოდიშით დაიწყოს, რაც არ უნდა თავი მოიკატუნოს, რაც უნდა ის ქნას, კახი კალაძე მოიგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში და ამისი სტიმული, ერთ-ერთი, რა თქმა უნდა პატარა, მაგრამ მაინც, არის გახარიას დღევანდელი უღირსი გადაწყვეტილება, რომლითაც მხოლოდ ის ფიქრობს, რომ მეორე ტურში გადაიყვანს ნიკა მელიას, რომლისთვისაც ასე გაისარჯა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში" - ამბობს მდინარაძე.

გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დღეს დაასახელა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი