პლატფორმა "მესამე ძალის" წევრი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე ენმ-ს გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, "ფეისბუქით" ეხმაურება:
"ერთმა მეორეს საბაბით უკან წაიღო ხელმოწერა და მეორემ იმის ჯინაზე მოაწერა ხელი, თან გვიან, ძალიან გვიან! ქვეყანა მოიცდისო.
ჰოდა ახლა უკვე საჭიროა ყველა ხელმომწერი პოლიტიკურად დავესხათ თავს ოცნებას - ქვეყანას რომ ევროპულ აწმყოს და მომავალს ართმევს, აქ მაინც შევძლოთ სწრაფად და დროულად რეაგირება, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. დროულად." წერს ხათუნა სამნიძე.
ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს - გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ნიკა მელიამ, ცოტა ხნის წინ გააკეთა.