
რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას - ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების ნებართვების გაუქმების და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან მოსახლეობა შეიკრიბა. აქციაზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც იმყოფებოდა.
ჩხარტიშვილის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმი სეისმურად აქტიური ზონაა და იქ დიდი ჰესების მშენებლობა ტრაგედიების წინაპირობაა. მისივე მტკიცებით, კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობისა და უნიკალური ტურისტული პოტენციალის დაკარგვას გამოიწვევს.
აქციას პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" შეუერთდა.
კლიმატის ცვლილება გამოიწვევს სოფლის მეურნეობის და უნიკალური ტურისტული პოტენციალის დაკარგვას და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კეთდება იმისთვის, რომ ცალკეულმა პირებმა, მათ შორის ივანიშვილმა, იშოვოს დამატებით ასობით მილიონი. სხვა არანაირი შედეგი ამას არ ექნება, მითუმეტეს, დადებითი.
ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა გაუქმდეს ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების სამშენებლო ნებართვა და ამასთანავე, საქართველოში აიკრძალოს დიდი ჰესების მშენებლობა, როგორც ამას გვპირდებოდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი და მე ეს კარგად მახსოვს, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.