გახარიამ აბსურდული ბრალდებები უარყო - "საქართველოსთვის" კალაძესთან შეხვედრას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

შეხვდა თუ არა გახარია კალაძეს და რაზე ისაუბრეს ყოფილმა თანაგუნდელებმა - "საქართველოსთვის" წევრები დღეს განმარტავენ, შეხვედრა შედგა, თუმცა მისი შინაარსი "ქართული ოცნების" ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებოდა.

"ბატონმა გიორგიმ უარყო ის ბრალდებები, რომლებიც გაახმოვანეს მამრთველი პარტიის ლიდერებმა. სისულელეა, და აბსურდი, ეხებოდა მმართველი ლიდერების იმ განცხადებებს და ბრალდებებს, რომელიც უკავშირდებოდა ფინანსურ თანხებზე საუბარს. [...] სამწუხაროა, რომ მათ არ ესმით ორ კაცს შორის ღირსეული ნაბიჯის გადადგმა, როცა ყოფილ კოლეგას ესაუბრები, იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომ მასთან შედიხარ პირდაპირ ოპონირებაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენ თბილისელებს", - თქვა ლევან დოლიძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ გიორგი გახარიას მეგრულად უპასუხა და თქვა, რომ მან არასწორი ნაბიჯი გადადგა და ეს არაფერში არ წერია. დეპუტატმა მას "ცრუპენტელა და ორპირი" უწოდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ოცნებასა" და მათ ყოფილ ლიდერს შორის დაპირისპირება უხერხულად შეაფასა და თქვა, რომ "გუშინ წინ ერთმანეთს აქებდნენ და რომ გეკითხათ მათზე უკეთესი საქართველოს მოქალაქე არ არსებობდა, დღეს ტალახში სვრიან ერთმანეთს".

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნების" ყოფილი და მოქმედი ლიდერები ერთმანეთ ტყუილების კასკადში ეჯიბრებიან. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი