"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიიდან თბილისის მერობისთვის თამარ კეკენაძე იბრძოლებს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის სერგო ჩიხლაძე. ჩიხლაძე ამავდროულად საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატიც იქნება.
რაც შეეხება დანარჩენ მაჟორიტარობის კანდიდატებს, სია ასეთია:
ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობისთვის კახი კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელიაა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარიაც ამავე თანამდებობისთვის ბრძოლაში ერთვება. საკუთარი მერობის კანდიდატი ჰყავს დასახელებული "ლელოსაც" - ანა ბიბილაშვილი.
საქართველოში თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.