"ევროპულმა საქართველომ" ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

გამოქვეყნდა:

"ევროპულმა საქართველომ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სია წარადგინა, რომლის პირველი ნომერიც ოპოზიიცის საერთო კანდიდატი ჩუღურეთში, გიორგი ნონიაშვილი იქნება.

სიის ათეული ასე გამოიყურება:

  1. გიორგი ნონიაშვილი
  2. დათო ჟღენტი
  3. ნინო ორდენიძე
  4. ბესო დონაძე
  5. ლაშა ჯანჯღავა
  6. თეა კოტუა
  7. გიორგი ბახტაძე
  8. ალექსანდრე გურაბანიძე
  9. მალორიტა ედიშერაშვილი
  10. თეიმურაზ გვაძბაია

პარტიის ერთერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის თავისუფლების ბედი წყდება და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

"ან ავიღებთ გეზს და დავბრუნდებით ევროპული საქართველოსკენ, ან მივდივართ სამწუხაროდ ჭაობში, რომელსაც გვთავაზობს მეორე, ალტერნატიულ სცენარად "ქართული ოცნება". ამიტომ ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ამას სიმბოლურად, ჩვენ, ოპოზიციურმა ფლანგმა სარეფერენდუმო არჩევნები ვუწოდეთ. ამ არჩევნებზე წყდება ზუსტად ის თავისუფლების ბედი, სადაც ჩვენი შვილების მომავალი წყდება და მე მგონია, რომ ადამიანებს არ სურთ საკუთარმა შვილებმა იცხოვრონ კორუფციაში და ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება არ არსებობს, ადამიანების უფლებები არ არსებობს და მივდივართ ჩრდილოეთისკენ, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობისკენ. ბოლო ერთი კვირის მანძილზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ეს ტენდენცია, ამ ქვეყნის ხელისუფლება როგორ ამბობს უარს ამ ქვეყნის ცივილიზებულ მომავალზე და როგორ აქცია ზურგი დასავლეთს სამწუხაროდ", - თქვა ნონიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი