თბილისში კორონავირუსის დელტა შტამით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა, ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს კლინიკაში დაუდასტურეს.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, 1-ლ სექტემბერს შეიყვანეს. მისი სავარაუდო დიაგნოზი მიოკარდიუმის ინფარქტი იყო. კლინიკაში ამბობენ, რომ ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, დრეს 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 81 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 5 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა.