10 ათასი კმ. გზის რეაბილიტაცია მოხდა, არ ვაშუქებდით, მოსახლეობა არ შევაწუხეთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ბოლო 8 წლის განმავლობაში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა, მაშინ როცა სააკაშვილი გახსოვთ ალბათ, დადიოდა და ერთ გზას რამდენიმე რაკურსით, რამდენიმე მონაკვეთიდან აშუქებდნენ, თითქოს ახალი იყო. ასეთ სიცრუეში, პროპაგანდაში და სიბნელეში ვცხოვრობდით 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. გავიყვანეთ, დავაგეთ გზები იქ სადაც 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა, მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, არ აღდგენილა გზები. ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ვინმეს გვინდა დავაყვედროთ. ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რატომაც ჩვენ ამის აქტიურად გაშუქებას არ ვახდენთ იყო შემდეგი, რომ არ გვინდოდა მოსახლეობის შეწუხება ზედმეტად. ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა ეს, თუმცა მეორე მხრივ, ვალდებულებაა ის, რომ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარო. ამიტომ აუცილებელია ამის მოსახლეობისთვის ჩვენება და კომუნიკაცია, რასაც აქტიურად დავიწყებთ ოქტომბრიდან".

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი