სიცრუეა, რომ თურმე გვეხმარებიან და ისეთი დურაკები ვართ, უარს ვამბობთ - კალაძე EU-ზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 70 მილიონი ევრო, რომელზეც მთავრობამ უარი თქვა, არა დახმარება, არამედ სესხი იყო.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა, საზოგადოება "შეცდომაში ნუ შეჰყავთ".

"არ არის დახმარება, საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში, ეს არის სესხი. განსხვავება არის დახმარებასა და სესხს შორის. გაქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, რომ თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი დურაკები ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს", - თქვა კალაძემ.

ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის თანხა არა დახმარება, არამედ ვალია და მასზე უარს თავად მთავრობა ამბობს. ღარიბაშვილის კომენტარებს ევროკავშირი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი