გიორგი გახარია ნიკა მელიასა და კახი კალაძეს დებატებში იწვევს

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ორ მთავარ კონკურენტს - ნიკა მელიასა და კახი კალაძეს დებატებში იწვევს. მისი თქმით, ნებისმიერი ფორმატისთვის მზადაა.

"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში.

ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა!

ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!" - წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, გახარიამ საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერად გუშინ, პირველ სექტემბერს დაასახელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი