"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს ხმის მიცემის სანაცვლოდ გზა დაუგო - სავარაუდო მოსყიდვა მარნეულში

გამოქვეყნდა:

მარნეულში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვასილ ხახულაშვილმა ადგილობრივებს ხმის მიცემის სანაცვლოდ გზა გაუკეთა. ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალაში ისმის აგიტატორის ხმაც, რომელიც ადგილობრივებს ახსენებს, რომ ხახულაშვილმა დაპირება არჩევნების დასრულებამდე შეასრულა და ის ღირსეული კანდიდატია.

"ოცნების" შტაბის უფროსი კი ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გზის საფარი არა კანდიდატმა, არამედ ბიზნესმენმა დააგო.

"არასწორი ინფორმაციაა. მე როგორც ვიცი, მაგ საქმეს აკეთებს ერთ-ერთი ბიზნესმენი, ის უბრალოდ პროცესს დაესწრო. დანარჩენი არ გაჟღერებულა, რომ ეს აკეთებს თავის სახსრებით. მე ვიცი, რომ აკეთებს სხვა, მაგრამ ეს უბრალოდ პროცესს ესწრებოდა,- თქვა ამირან გიორგაძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ ფაქტის ამსახველი დამადასტურებელი ვიდეო აქვთ და ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, მაჟორიტარული კანდიდატი არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი