სრულიად აშკარა იყო, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დახმარების ამ ნაწილს არ იმსახურებდა - ვიოლა ფონ კრამონი

გამოქვეყნდა:

სრულიად აშკარა იყო, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დახმარების ამ ნაწილს არ იმსახურებდა - ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის დახმარებაზე, რომელსაც ღარიბაშვილი სესხს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს და ფული არ სჭირდება.

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, საქართველოსთვის მეორე ტრანშის გამოყოფაზე ევროკავშირმა თქვა უარი, რადგან მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები, რაც სასამართლო რეფორმას ეხებოდა, არ შეასრულა 

"ჩემი გადმოსახედიდან ეს სრულიად გაურკვეველია. ევროპის დახმარება გარკვეულ პირობებს შეიცავს, იმ ურთიერთობების მემორანდუმი, რომელსაც ხელი საქართველოს მთავრობამ მოაწერა, ერთ -ერთი დათქმა, სწორედ სასმართლო იყო, ისინი ამ პირობის წინააღმდეგ წავიდნენ. სწორედ ეს კრიტერიუმი იყო შარლ მიშელის დოკუმენტშიც. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა უარი თქვა საქართველოსთვის მეორე ტრანშის გამოყოფაზე. სრულიად აშკარა იყო, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დახმარების ამ ნაწილს არ იმსახურებდა, მაგრამ საქართველო გაცილებით უკეთესად იქნებოდა, თუ მთავრობა ამ თანხას მიიღებდა" ამბობს ვიოლა ფონ კრამონი "მთავარი არხის" ეთერში,  "დღის სტუმარში" საუბრისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი