"მე არასდროს მითქვამს რომ ბოსი ვარ, არც სხვა რომელიმე ევროპარლამენტარს უთქვამს ეს" - პასუხი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

მე არავის ბოსი არ ვარ საქართველოში, ამიტომ ვთქვი, რომ ეს კარიერული წინსვლის მაცდური პერსპექტივაა - ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "დღის სტუმარში" საუბრისას და მისივე ტვიტს განმარტავს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პასუხად დაწერა: 

მე მიჩვეული ვარ, მე პოლიტიკოსი ვარ, მე არასდროს მითქვამს, რომ ბოსი ვარ, არც სხვა რომელიმე ევროპარლამენტარს უთქვამს ეს. სინამდვილეში კი ბოსი ქართველი ხალხია, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელსაც ევროპასთან დაახლოება უნდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა საკუთარ ამომრჩეველს მოუსმინოს, მის მოქალაქეებს დაუგდოს ყური. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტვიტერში გამართული დებატები.

მე მართლა ძალიან მიყვარს საქართველო, თუ ვინმე მეტყვის, რომ მისი ბოსი არ ვარ, რაღა თქმა უნდა ეს მართალია. მე არავის ბოსი არ ვარ საქართველოში, ამიტომ ვთქვი, რომ ეს კარიერული წინსვლის მაცდური პერსპექტივაა. - ამბობს ევროპარლამენტარი "მთავარი არხის" ეთერში.

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი - ასე უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების კრიტიკას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი