ბევრ შეკითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს ლუკაშენკოს კგბ-სთან - კრამონი

გამოქვეყნდა:

მართლაც ბევრ შეკითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს ლუკაშენკოს კგბ-სთან - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების სამსხურის შეთანხმების ამოქმედებას.

ევროპარლამენტარი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში"  საუბრისას ამბობს, რომ თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებებს, თანამშრომლობა ბევრ შეკითხვას ბადებს: 

"ბელარუსში ახლა ყველაზე მძიმე და კატასტროფული მდგომარეობაა. იქ ირღვევა ადამიანის უფლებების ყველანაირი სტანდარტი და ასეთ დროს, როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ 5 წლის წინანდელი შეთანხმება გააცოცხლოს. რატომ ახლა, რატომ დღეს? როდესაც  ცივილიზებული სამყაროდან არავინ თანამშრომლობს ბელარუსთან. მართლაც ბევრ შეკითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს ლუკაშენკოს კაგებესთან. სწორედ ამის გამო ბევრი წუხს ამის გამო." ამბობს ვიოლა ფონ კრამონი "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი