"მოდი ვთქვათ ახლა, რომელ ქვეყანაში იცნობთ, ნებისმიერი ქვეყანა დამისახელთ და ადამიანს, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს საკუთარი სურვილით და ასეთი ენთუზიაზმით, ემოციით, მიუძღვნის მშობლიურ ქვეყანას. სამი მილიარდი დოლარი დახარჯული აქვს კაცს საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაში. ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, ეკუთვნის ყოველდღე მადლობა.
ეს მავნებელი ოპონენტები გავხსენებენ და ცდილობენ ჩვენს დაკომპლექსებას, რომ არ შეიძლება მადლობის გადახდა ასეთი ადამიანისთვის. დიახაც, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის".
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერეში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს.