"ეს იყო მისი მხრიდან კაცური საქციელი" - გახარიას გუნდი კალაძესთან შეხვედრას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიას პარტიაში კახა კალაძესთან შეხვედრას ადასტურებენ. როგორც ნათია მეზვრიშვილი ამბობს, "კობახიძე-მდინარაძის" ბოდვაა ის, რომ გახარიამ კანდიდატურის არდაყენების სანაცვლოდ ფული მოითხოვა, ხოლო შეხვედრის შესახებ, მეზვრიშვილი ამბობს, რომ კალაძე ერთდერთი იყო "ქართული ოცნებიდან", ვისაც გახარია ამ დრომდე პატივს სცემდა და საჭიროდ ჩათვალა საქმის კურსში ჩაეყენებინა, რომ არჩევნებზე მისი კონკურენტი იქნებოდა 

"ეს იყო მისი მხრიდან ღირსეული საქციელი, პირდაპირ ვიტყოდი რომ კაცური საქციელი და თბილისის ამომრჩეველმა შეაფასოს კახი კალაძის საქციელი, როდესაც ორი ადამიანი, ორი კაცი, პრივატულად ერთმანეთში მიმდინარე თემასთან დაკავშირებით შეხვდა ერთმანეთს და ეს ყველაფერი ასეთი ფორმით გარეთ გამოვიდა" ამბობს მეზვრიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი