აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საჯაროდ ვერ მალავს გაოცებას ევროპულ დახმარებაზე უარის გამო. დიპლომატი პირდაპირობით ამბობს, რომ ქართული ოცნების ასეთი დამოკიდებულება დააფიქრებს ვაშინგტონსაც, საიდანაც საქართველო ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იღებს, თუმცა ამერიკელებისთვისაც და ევროპელებისთვისაც ფინანსურ ურთიერთობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ქართული სასამართლო სისტემის პრობლემებია, რომლის რეფორმირებისთვისაც იყო განკუთვნილი ფინანსური მხარდაჭერა.