გასაიდუმლოებული შეხვედრა მერიის 21-ე სართულზე - ვერსიები და ინტერპრეტაციები

გამოქვეყნდა:

გასაიდუმლოებული შეხვედრა მერიის 21-ე სართულზე, რომელიც დიდი სკანდალისა და პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი გახდა და ამ დრომდე არსებული მყიფე კავშირებიც ჩამოშალა.

მას შემდეგ რაც ოცნების სპიკერებმა გიორგი გახარიას კალაძესთან აუდიენცია გაუსაჯაროვეს, თან საკუთარი ინტერპრეტაციით, მერობის კანდიდატის გარემოცვა იძულებული გახდა შეხვედრა დაედასტურებინა.

რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა ყოფილმა თანაგუნდელებმა და ახლა უკვე კონკურენტებმა, უცნობია. დეტალებზე არც ერთი მხარე არ საუბრობს, თუმცა მას შემდეგ რაც გახარიამ თავისი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა, ოცნების ლიდერებმა შეხვედრა ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი