მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას EU-ს დახმარებაზე, კითხვებს აჩენს საქართველოს მომავალზე - სენატორი რიში

გამოქვეყნდა:

ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება და ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს საქართველოს მომავალზე

"მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად" - ამბობს სენატორი რიში

31 აგვისტოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ ევროპა დახმარების გაცემას ისედაც არ აპირებდა, რადგან საქართველო პირობები არ შეასრულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი