ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის ლანძღვას ღარიბაშვილი ბაღდათიდან აგრძელებს

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკს ამჯერად ბაღდათში აგრძელებს, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს,  კახა ენუქიძეს წარადგენს.

მმართველობის 9 წლისთავზე ღარიბაშვილი ახლა აპირებს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, შრომასა და განვითარებაზე მობილიზდეს:

"ამ არჩევნების შემდეგ 3 წელი შეგვეძლება მთელი რესურსი და მობილიზება გავაკეთოთ მხოლოდ განვითარებაზე, საქმეზე და შრომაზე, რომ ეს დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელიც შექმნილია დესტრუქციული ძალის „ნაცმოძრაობის“ მიერ მტკიცედ შევცვალოთ და მოსახლეობას ვაჩვენოთ რეალური საქმე. 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული ძალის მიერ იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა, სტრესი და პანიკა იყოს საზოგადოებაში." ამბობს ღარიბაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი