ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, დგანან ლგბტ მარშის უკან, იგონებენ ათას პროვოკაციას - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია ამჯერად ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ლგბტ თემის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამ თემაზე მან ტყიბულში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიცია პატრიარქსაც ებრძვის.

"მათი ეს პოლიტიკა არ არის მხოლოდ ემოციებზე დაფუძნებული, ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის ის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის, ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი. ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ამიტომ იგონებებნ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმა არ შეიძლება და ამას გმობენ, მაგრამ რაც მოხდა ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება იყო. ღარიბაშვილის მტკიცებითვე, 5-6 ივლისის მოვლენების ყველა მოძალადე დაკავებულია.

ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიის წარმომადგენლები და მაღალი სასულიერო იერარქები პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ერთვებიან. მათი ნაწილი "ოცნების" მხარდამჭერობას არ მალავს და პარტიულ ღონისძიებებსაც ესწრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი