პრემიერი, რომელიც სამი დღეა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს რეგიონებიდან, ტრიბუნა-ტრიბუნა ლანძღავს, მის გადაცემაში მიპატიჟებას არ იღებს.
ღარიბაშვილმა თავის ზიზღის კამპანია დღეს იმერეთში აწარმოა და ტყიბულისა და ბაღდათის მერობის კანდიდატების წარდგენაზე თავის გამოსვლა მთლიანად წინა ხელისუფლებას, ოპონენტებს და მისთვის მიუღებელ ადამიანებზე თავდასხმებს დაუთმო.