ქუთაისის მერობის კანდიდატის ენმ-დან, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში ვიცე-მერობის კანდიდატი გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი, იმედა კლდიაშვილი იქნება.
"იმედი მაქვს, რომ არ მიწყენს პირველად ვამბობ, რადგან წარდგენაზე გვინდოდა, ეს იქნება იმედა კლდიაშვილი, რომელიც პრაიმერიზში იბრძოდა თბილისში. ჩვენ გვყავს მაჟორიტარები ევროპული საქართველოდან, გირჩიდან" - ამბობს დეკანოიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას