რუსული რბილი ძალა და მისი სპონსორები საქართველოში - გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს სქემა, რომლითაც პუტინის განკარგულებით შექმნილი რუსული ორგანიზაციები საქართველოდან ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ. ფაქტები ადასტურებს, რომ "რუსულ კლუბს", რომელიც მუდმივად კრემლის ინტერესებში მოქმედებს, პირადად ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდი" აფინანსებს.
ფული, რომელსაც ოლიგარქი რუსეთის საგარეო უწყების უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას უხდის, იხარჯება ქართველი ახალგაზრდების მიერ რუსული განათლების მისაღებად, საინფორმაციო ომის წარმოებისთვის და საქართველოში რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს - უფრო მეტიც მმართველი პარტიის ლიდერებს არ სჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოკუპანტებს აფინანსებს.
იხილეთ ასევე: