კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს

გამოქვეყნდა:

კახა კალაძემ მხარდმჭერთა დარბაზი გახსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს. მხარდამჭერთა დარბაზის გახსნის ღონისძიება კალაძემ დღეს გამართა.

"ყველა ასეთ პროექტს სჭირდება თავისი ხელმძღვანელი. მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მთელი თბილისი ძალიან კარგად იცნობს - ექიმი, პედიატრი, ყველასათვის საყვარელი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენი ქალაქი, ქალაქელები - თემურ მიქელაძე. სწორედ ის უხელმძღვანელებს მხარდამჭერთა დარბაზს. ეს ადამიანი ემსახურება ყველაზე ძვირფასს - ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებას", - თქვა კალაძემ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი