ოპოზიცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ექვეყნის ეკონომოკის ამოქმედება ტრანსპორტის მუშაობის გარეშე შეუძლებელია.
"ნაციონალური მოძღაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი მთავრობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით უსაფრთხოდ გადაადგილების ზომების შემუშავებისკენ მოუწოდებს. ხაბეიშვილი თბილისის მერს ურჩევს, სელფის ჯოხით სირბილის ნაცვლად, მოაგვაროს პრობლემა, რომელიც მოსახლეობის გადაადგილებას ეხება.
დღეს, ხვალ, ან ზეგ კი არა, უკვე გუშინ უნდა გახსნილიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მნიშვნელოვანია, ჩანაწერი, რომელიც შემოგვთავაზეს, რომ თურმე 15 ივლისამდე არ იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განმარტონ ახლა და ძალიან სწრაფად მოახერხონ ის, რომ მათ შორის, უსაფრთხოდ შეძლონ ადამიანებმა გადაადგილება. უზრუნველყოს ადამიანები პირბადეებით და მათ შორის, გააკონტროლოს ნაკადები. მერის საქმიანობა სწორედ ეს არის და არა ის, რომ სელფის ჯოხით სადღაც ირბინოს, გაიპრანჭოს და მოგვიყვეს როგორ კარგად არის ყველაფერი. არ არის ყველაფერი კარგად, მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა, მძმე ფონია ქვეყანაში და მათ შორის, კისერზე ზემოდან პრობლემად აწევს ის, რომ ადამიანები ფიზიკურად ვერ გადაადგილდებიან,- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ დარგის ექსპერტებიც. ოპოზიციის მსგავსად ისინიც თვლიან, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება გარკვეული წესების დაცვით უნდა მოხდეს. სპეციალისტები ხელისუფლებას რეგულაციების შემუშავებისკენ მოუწოდებენ.
შესაძლებელია ჩვენ აღვადგინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ვირუსის გავრცელების საშიშროება. ამის პრეცენდენტი მთელ მსოფლიოში უკვე არსებობს. რა თქმა უნდა, ეს იქნება დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული, თუმცა ეს ხარჯები უნდა გაიღოს თბილისის მერიამ, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი დანაზოგი გააკეთეს გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის უკვე ორი თეა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ექსპლუატაციაშ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვამუშაოთ მაქსიმალურ დატვირთვაზე, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული სიმჭიდროვე და შესაბამსიად, ვირუსის გავრცელების რისკი,- აცხადებს ტრანსპორტის სპეციალისტი, ვასო ურუშაძე.
მთავრობის დადგენილების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება.