"ქართულ ოცნებაში" კლანებს შორის დაპირისპირება გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურად ერთმანეთს კასპის მოქმედი და ყოფილი მერები დაუპირისპირდნენ.
"მთავარის" ინფორმაციით, კამათი მუშტი-კრივში გადაიზარდა, რის შედეგადაც ვახტანგ მაისურაძემ და მანუჩარ მერებაშვილმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
მოქმედი მერი დუმს, ყოფილი მერი კი მსგავს დაპირისპირებას უარყოფს.
კონფლიქტი 2 დღის წინ მოხდა. მერებაშვილი დაკბენილია, ხოლო მაისურაძეს ცხვირი აქვს გატეხილი.
ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი ტენდერებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი ,მოქმედმა მერმა ყოფილ მერთან დაკავშირებული კომპანიებთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებული არ არის, რადგან პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.