ეროვნულ გალერეაში ნიკოლაძის, გუდიაშვილის, კაკაბაძის, ახვლედიანის ნამუშევრები ჩამოხსნეს - წულუკიანის გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

კულტურის  მინისტრის, თეა  წულუკიანის გადაწყვეტილებით, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის, კირილ ზდანევიჩის და ქეთევან მაღლაფერიძის ნამუშევრები მუდმივმოქმედ ექსპოზიციას აღარ დაუბრუნდება. მოქალაქეებსა და ტურისტებს, ეროვნული გალერეის დარბაზების განახლების შემდეგ მხოლოდ ფიროსმანიშვილის ექსპოზიცია დაუბრუნდება.

ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ადამიანებს გადამალულ ნამუშევრებზე წვდომა აღარ ექნებათ, რაც დაუშვებელია. 

"ერთი, რომ წვდომა გვეკარგება ნამუშევრის ხილვის და ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით უამრავი ტურისტი ჩამოდის და ჩვენ ვეღარაფერს ვაჩვენებთ თანამედროვე ხელოვნებაში",- ამბობს მამუკა ცუცქირიძე ხელოვნებათმცოდნე. 

გარდა ამისა, ეროვნულ გალერეაში მუდმივმოქმედი გამოფენა ფაქტობრივად გაუქმებულია და ყველა ნამუშევარი ხელოვნების მუზეუმის ავარიულ საცავში ინახება. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ნამუშევრების დაზიანების საფრთხეებზე საუბრობენ. 

"ეროვნულ გალერეაში სრულად იყო დაცული კონტროლ -კლიმატი და იქ სადაც ახლა არის გადატანილი ნამუშევრები, შეიძლება ითქვას, რომ ნახატები საფრთხის ქვეშ დგას",- ამბობს ცირა ელისაშვილი "თბილისის ჰამქრის" თავმჯდომარე.

მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი ნატა ფერაძე ამბობს, რომ ეროვნული საგანძური თანამედროვე სტანდარტებით აშენებული გალერეადან "კარტოფილის ტომრებივით გაადაათრიეს ავარიულ შენობაში"

ცნობისთვის, ეროვნული გალერეას ხელმძღვანელი "მთავარი არხის" ზარებს არ პასუხობს. სამოქალაქო აქტივისტები და ხელოვნებათმცოდნეები კი აქციებს აანონსებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი