გავრილოვის ღამეს მოსახლეობას აყურებინა, როგორც სცემდნენ ენმ-ს წევრები სპეცრაზმს - ღარიბაშვილმა გახარიას წარსული გაუხსენა

გამოქვეყნდა:

"თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას მისი წინამორბედის, გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ "ოცნება" არჩევნების შემდგომ დაიშლება".

ღარიბაშვილის თქმით, გახარიას მანაც და პარტიის დამფუძნებელმაც, "სახელი უკვე დაარქვეს".

"შევახსენებ, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი, ყველამ, მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა და  ყველა მოქალაქემ იცის კარგად რა ჩაიდინა მან", - აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე - "ბოლი" თუ "მაზაკვალი", ღარიბაშვილმა თქვა: "უფრო მეტიც, უფრო მძიმე. აღარ მინდა გავიმეორო, ღალატია, რაც ჩაიდინა მან".

ამასთან, პრემიერმა გახარიას თანამდებობებზე ყოფნის დროს ჩატარებული სპეცოპერაციები შეახსენა და მის გადაწყვეტილებებს "უგუნური" უწოდა.

"გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როცა საუბრობს ინსტიტუტის დანგრევაზე. მინდა მოსახლეობას შევახსენო, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა პრემიერმინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. პატარა ბავშვივით გაიქცა, გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას

მეორე - ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, რომ მან პანკისში ჩაიყვანა სპეცრაზმი, მთელ სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია.

მესამე - ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც მაშინ, როცა შს მინისტრი იყო, გახსოვთ ალბათ, გუგებარია სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა ააწიოკა ხალხი შემდეგ გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ხალხს, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, მათ შორის იმ ხალხს რომელსაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ასე შემდეგ.

ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის ის, როდესაც გაუაზრებლად, უგუნურად დაგეგმავ სპეცოპერაციას, ვგულისხმობ გავრილოვის ღამეს, გამოიყვან სპეცრაზმს პარლამენტის გარეთ, მაშინ როცა შიგნით უნდა ყოფილიყო. მთელ მოსახლეობას აყურებინა როგორ სცემდნენ აგრესიული ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩვენ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირეა":

"თქვენ შეხედეთ მაგის ხელწერას და შეხედეთ ნაცმოძრაობის, მათი ლიდერების, მთავარი არხის, ტვ პირველის კამპანიას. ბუნებრივი მოკავშირე არის გახარია სააკშვილის და ნაცმოძრაობის, ეს ხომ მარტივად ჩანს. ვუყურებთ როგორი სინქრონული კოორდინაცია აქვთ. კაცი რომელმაც კანონი არ აღასრულებს, ყველაფერს აკეთებს რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი